ოპერის ქართველი მომღერლები გარემოს დასაცავად გაერთიანდნენ

© Facebook / Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტის ინიციატორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი ოთარ ჯორჯიკია.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ოპერის ქართველი მომღერლები ალექსანდრეს ბაღში პარასკევს, საღამოს გალა-კონცერტს ჩაატარებენ, რომლის მთავარი გზავნილია „მწვანე საქართველო — ჯანმრთელი მომავალი“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალ ოთარ ჯორჯიკიაზე დაყრდნობით.

კონცერტის იდეა სწორედ ჯორჯიკიას ეკუთვნის, რომლის კოლეგებიც სიამოვნებით დათანხმდნენ მასში მონაწილეობას.

„ეს საზოგადოებრივი აქტივობაა და გვინდა, რომ მასში ყველა ჩაერთოს, იმიტომ რომ ჰაერი, ხეები, ბუნება ყველას ეკუთვნის. უკვე შეუძლებელია ასეთ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და ჩვენი ამოცანაა, ავამაღლოთ ადამიანების შეგნება და გავაერთიანოთ ისინი ამ იდეის ირგვლივ“, — განაცხადა ჯორჯიკიამ.

გალა-კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და უფასო იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ანიტა რაჭველიშვილი, მიხეილ ქირია, თამუნა ნაჭყებია, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, გია ონიანი, გოჩა აბულაძე, სულხან ჯაიანი და ოთარ ჯორჯიკია.

ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო
ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრს რევაზ ჯავახიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.

გალა-კონცერტის მონაწილეები მსმენელებს სიურპრიზად საინტერესო ნაწარმოებებს ჰპირდებიან.

ასეთი კონცერტი პირველად ჩატარდება თბილისში. ოპერის მომღერლები პირობას დებენ, რომ მომავალში მსგავს ღონისძიებებს სხვა ქალაქებშიც გამართავენ.

ოთარ ჯორჯიკიას თქმით, ოპერის მომღერლები პერმანენტულად ატარებენ აქციებს გარემოს დასუფთავების მიზნით როგორც თბილისში, ისე მის გარეთ, რაშიც დედაქალაქის მერია ეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0