ზურაბ მატუა: Comedy club-ს დიდი ხანია, საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა

გამოწერა

Comedy club-ის რეზიდენტმა ზურაბ მატუამ კონცერტის შემდეგ განმარტა, რატომ ჩამოაღწია კლუბმა თბილისამდე მხოლოდ ახლა.

პოპულარულ იუმორისტულ კლუბს Comedy club-ს თბილისის სპორტის სასახლეში ხალხმრავალი და ძალზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მაყურებელმა თბილად მიიღო კლუბი და ხანგრძლივი და ხმამაღალი აპლოდისმენტებითაც არაერთხელ დააჯილდოვა.

კონცერტის შემდეგ Sputnik-ი კლუბის წარმოშობით ქართველ რეზიდენტს, ზურაბ მატუას გაესაუბრა, რომელმაც განმარტა, რატომ მოდიოდნენ ასე დიდხანს თბილისამდე.

Comedy Club ქართული აქცენტით - Sputnik საქართველო
მისალმება ქართულად და ხუმრობები საქართველოზე - Comedy Club თბილისში

„ყოველთვის გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ალბათ, ხუთი წელი მაინც იქნება, რაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ. უბრალოდ, აქამდე არა და არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩვენს ჩამოყვანას შეძლებდა“, — განაცხადა ზურაბ მატუამ.

მისი თქმით, ძალიან გახარებულია საქართველოში, თბილისში სტუმრობით და სურს, რომ „ყოველდღე აქ იყოს“.

ზურაბ მატუას ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია ის ფაქტი, რომ კლუბის სხვადასხვა ეროვნების რეზიდენტებმა ქართული სიტყვები და მთელი ფრაზებიც კი იციან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე ლამის ოცი წელიწადია, თუ მეტი არა,  ერთად ვართ, როგორც მე ვიცი ბერძნული, სომხური, რუსული თუ ბელორუსული სიტყვები, ისე იმათ იციან ქართული ფრაზები“, — აღნიშნა მან

ყველა ახალი ამბავი
0