პოპულარულმა შოუმ Comedy Club თბილისში კონცერტი გამართა, რა დროსაც მონაწილეები ხშირად იყენებდნენ ქართულ ფრაზებსა და სიტყვებს. იხილეთ საღამოს ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.
თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე შოუმ მაყურებელთა ტაშისა და ოვაციების ფონზე ჩაიარა. თბილისელების წინაშე ორი საათის განმავლობაში გამოდიოდნენ გარიკ მარტიროსიანი, გარიკ ხარლამოვი, ტიმურ ბატრუტდინოვი, დემის კარიბიდისი და ანდრეი სკოროხოდი.
მათ გარდა თბილისელები იუმორისტული ნომრებით მოხიბლეს ზურაბ მატუამ, დმიტრი სოროკინმა, ანდრეი ავერინმა და მარინა კრავეცმა, დმიტრი გრაჩოვმა, ვარდან ზადოიანმა და ასევე კოლექტივმა United Sexy Boyz (USB).
Comedy Club-ის პრაქტიკულად ყველა რეზიდენტი ქართულად მიესალმა მაყურებელს, ხოლო ერთმანეთს მიმართავდნენ: „ბიჭო“, „გავიგე, ძმაო“, „მადლობა“.