საქართველოში სახელმწიფოსგან ბინას კიდევ 177 დევნილი ოჯახი მიიღებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2012 წლიდან ბინები მიიღო კონფლიქტის ზონებიდან იძულებით გადაადგილებულმა 12 ათასზე მეტმა ოჯახმა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ კიდევ 177 ოჯახს აჩუქებს ბინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

ქუთაისში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ. - Sputnik საქართველო
დევნილებს ქუთაისში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

2015 წელს ახალი ბინები 1200-მა ოჯახმა მიიღო, ხოლო 6400-მა ოჯახმა მანამდე დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაიკანონა. 

„იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა“, — აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა. 

დევნილები სახლებს თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში მიიღებენ. 

ოლიმპიური სოფელი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ბინებს იძულებით დევნილ კიდევ 198 ოჯახს გადასცემს

2012 წლის შემდეგ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და პროცესი, დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელობით, კიდევ გაგრძელდება. 

იმისთვის, რათა საცხოვრებელი ფართი დაიკანონონ ან ბინები მიიღონ, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს უნდა მიმართონ.

ყველა ახალი ამბავი
0