საქართველოს ხელისუფლება ბინებს იძულებით დევნილ კიდევ 198 ოჯახს გადასცემს

გამოწერა
2012 წლიდან ბინა 12 ათასზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ კიდევ 198 ოჯახს გადასცემს ბინას უსასყიდლოდ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

2015 წელს ახალი ბინები 1,2 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო, ხოლო 6,4 ათასმა ოჯახმა დაკავებული საცხოვრებელი ფართი დაიკანონა.
„ჩვენ სრული დატვირთვით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა დასძინა, რომ 2012 წლიდან დღემდე ახალი ბინა 12 ათასზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

დოლარი - Sputnik საქართველო
შსს: თაღლითებმა აფხაზეთიდან დევნილს 15 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს

იმისთვის, რომ დაიკანონონ საცხოვრებელი ფართი ან ახალი ბინა მიიღონ, დევნილებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულთა უზრუნველყოფის ოთხი სახეობა არსებობს — სახელმწიფო მათთვის ბინებს ყიდულობს, აშენებს მრავალბინიან სახლებს, თუ დევნილებს დაკავებული აქვთ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფართი, მას უკანონებს, თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ფართს იკავებენ, სახელმწიფო მათთვის ამ ფართს ყიდულობს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 267 ათასი პირი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0