საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 21 წლის გახდა

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუციის დედანი
საქართველოს კონსტიტუციის დედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიტანეს (25-ჯერ).

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ზუსტად 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუცია ასე იწყება: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუციაში, შესაძლოა, ნატოს შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს

საქართველოს კონსტიტუცია მოიცავს 109 მუხლს, რომლებიც 33-ჯერ შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიდა (25-ჯერ).

2004 წლიდან საქართველოს მთავრობაში გაჩნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურად აღიარეს. ასევე შევიდა სხვა ცვლილებები, როგორიცაა – დეპუტატებისა და პრეზიდენტისთვის სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა პროკურორებისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ასაკი 28 წელი გახდა, ხოლო დეპუტატების — 21 წელი.

სააკაშვილის მმართველობის წლებში, 2010 წელს საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეიცვალა. შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ხოლო მთავრობისა და პარლამენტის — გაფართოვდა. პარლამენტის სხდომები ქუთაისში გადაიტანეს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნება" მხარს უჭერს კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩაწერას

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები, პრაქტიკულად, არ მომხდარა, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ მოხერხდა.

პარლამენტმა მხოლოდ პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ დაბრუნებისა და იმ რეგულაციის დამტკიცება შეძლო, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი მთავრობას სამჯერ არ გამოუცხადებს ნდობას, პრეზიდენტს მისი დათხოვის უფლება აქვს.

1991 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის დედანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0