ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია სექტემბერში საქართველოში გაიმართება

© Courtesy of NATOნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სესიის ფარგლებში ასევე საქართველო-ნატოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია საქართველოში 7-8 სექტემბერს ჩატარდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა. საბჭო აერთიანებს ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებს. ისინი განიხილავენ პოლიტიკურ თუ ოპერატიულ საკითხებს, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებას მოითხოვს.

„ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა განხილულ იქნას ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვისა და განხორციელების საკითხები. ვფიქრობთ, ასევე განხილული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს უბლოკო სტატუსის საკითხი კვლავ ინიციატივად რჩება

სესიის ფარგლებში ასევე საქართველო-ნატოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

ბოლოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში 2013 წლის ივნისში გაიმართა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა.

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0