რუსეთის სათათბიროს სპიკერი: ხმები ჩემი გადადგომის თაობაზე მონაჭორია

© photo: Sputnik / ვლადიმირ ფედორენკო / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ნარიშკინმა აღნიშნა, რომ კენჭს იყრის არა მხოლოდ „ეძინაია რასიას“ სიით, არამედ ერთმანდატიან ოლქებშიც.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს სათათბიროს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
ნარიშკინი: არჩევნები დუმაში პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი ეტაპი იქნება

„მეგონა, რომ დანიშვნებთან თუ სხვა თანამდებობებზე გადასვლებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მონაჭორს ყველა დიდი ხნის წინ  შეეგუა. მე ამას მშვიდად ვეკიდები“, — განაცხადა სათათბიროს სპიკერმა.

სერგეი ნარიშკინმა აღნიშნა, რომ კენჭს იყრის არა მხოლოდ „ეძინაია რასიას“ სიით, არამედ ერთმანდატიან ოლქებშიც.

მანამდე გაზეთმა „კომერსანტმა“, სახელმწიფო სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტს შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი  მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩაუდგეს, ხოლო ნარიშკინი შინაგანი  დაზვერვის სამსახურის დირექტორად გადაიყვანონ.

ყველა ახალი ამბავი
0