ნარიშკინი: არჩევნები დუმაში პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი ეტაპი იქნება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გასულ არჩევნებზე სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა შვიდი პოლიტიკური პარტია, ახლა 74-მა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო. ეს ყველა ჩვენგანისთვის და რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია, განაცხადა ნარიშკინმა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. არჩევნები რუსეთის სახელმწიფო დუმაში ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი ეტაპი გახდება, განაცხადა ოთხშაბათს პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

„თუ გასულ არჩევნებზე სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა შვიდი პოლიტიკური პარტია, ახლა მათი რაოდენობა 77-ია, აქედან 74-მა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, 14-ს ხელმოწერების გარეშე მონაწილეობის უფლება აქვს. ეს ყველა ჩვენგანისთვის და რუსეთის პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია“, — განაცხადა ნარიშკინმა სანკტ-პეტერბურგში.

მისი განცხადებით, „ეს ადასტურებს, დროის მოთხოვნებთან ერთად რამდენად დინამიურად შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა“.

„ეს ქვეყნისა და რეგიონებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნებზე რეაგირებისას, რა თქმა უნდა, უფლება არა გვაქვს, დავივიწყოთ, რომ ფართო დიალოგი უნდა გვქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალასთან ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე — მუნიციპალურიდან სახელმწიფოებრივამდე“, — აღნიშნა მან.

რუსეთის მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0