ბათუმში ოპოზიციონერის მანქანა გაქურდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო თვეების განმავლობაში „ეროვნული ფორუმი“ სამჯერ გახდა დამნაშავეთა სამიზნე.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ცოტა ხნის წინ მმართველი კოალიციიდან გამოსული პარტია „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის ავთანდილ დავითაძის ავტომანქანიდან მისი პირადი ნივთების ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს ბათუმში. 

ინციდენტი ორშაბათს, დღისით მოხდა. მამაკაცმა ჩაამტვრია პოლიტიკოსის კუთვნილი ავტომანქანის მინა და იქიდან პოლიტიკოსის კუთვნილი ნივთები ამოიღო. 

„დღისით–მზისით ბათუმში, სასტუმრო „რედისონის“ წინ იდგა ავთო დავითაძის მანქანა, რომელშიც მის პირად ნივთებთან ერთად იდო გარკვეული რაოდენობის ფული. ყველაფერი წაიღეს. ჩატეხილია ყველა შუშა. მანქანა ახლა ექსპერტიზაზეა“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ პარტიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ჯილდა მაჭავარიანს. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ოპოზიციონერის ბინა გატეხეს

სააგენტოს ინფორმაციით, შსს-ში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედის დაკავება და ნაძარცვის ამოღება ცხელ კვალზე მოხერხდა. 

„ეროვნულ ფორუმში თვლიან. რომ ინციდენტი ჩვეულებრივ ქურდობას არ ჰგავდა და დანაშაული ჩაიდინა მან, ვინც იცოდა დავითაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. 

„მანქანა ისე დააზიანეს, რომ ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ ქურდობას, რადგან ქურდობის შემთხვევაში მანქანას არ ამტვრევენ. ფაქტი პოლიტიკური ხასიათისაა“, — თვლის ჯილდა მაჭავარიანი. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის ფაქტზე, რაც ისჯება 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ყველა ახალი ამბავი
0