რეფერენდუმზე კენჭისყრისთვის აზერბაიჯანი უბნებს 40 ქვეყანაში გახსნის

© photo: Sputnik / Murad Orujovაზერბაიჯანი
აზერბაიჯანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფერენდუმზე გადის შესწორებები კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ხუთიდან შვიდ წლამდე, ასევე პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობების შემოღებას.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით ქვეყნის თითქმის 40 დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საარჩევნო უბნებს შექმნიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჰიქმეთ გაჯიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რეფერენდუმი 26 სექტემბერს არის დანიშნული.

ბაქო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი და საქართველო სახელმწიფო უშიშროების სფეროში ითანამშრომლებენ

გაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ან იქ მივლინებით იმყოფებიან, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნები გაიხსნება.

მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადასცა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების სია, სადაც კენჭისყრა გაიმართება, ასევე ინფორმაცია მოქალაქეების რაოდენობის თაობაზე საარჩევნო უბნების მიხედვით.

რეფერენდუმზე გადის შესწორებები კონსტიტუციაში, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ხუთიდან შვიდ წლამდე, ასევე პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობების შემოღებას და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0