თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური.
ქართული დელეგაცია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდა.
„შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები უშიშროების საკითხებში, მათ შორის, ამ სფეროში საქმიანობის ეფექტური ორგანიზებისთვის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის ინტენსიფიკაცია. ბოლოს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს შორის“, — აღნიშნულია განცხადებაში.