რუსი პარალიმპიელი სპორტსმენები სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით აღშფოთებული არიან

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშირომან პეტუშკოვი
რომან პეტუშკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსმა პარალიმპიელმა რომან პეტუშკოვმა სპორტულ ჩინოვნიკებს შესთავაზა, ერთი დღე მაინც გაატარონ ინვალიდის სავარძელში, რათა საკუთარ თავზე იგრძნონ, რას ნიშნავს ეს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ექვსგზის მსოფლიო პარალიმპიელმა ჩემპიონმა, მოთხილამურე რომან პეტუშკოვმა Sputnik-ს განუცხადა, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუს ოლიმპიელებს ოცნების ასრულებისა და ღირსეული არსებობის იმედი წაართვა.

რუსეთის პარაოლიმპიელები - Sputnik საქართველო
რუს პარაოლიმპიელებს სასამართლოს გონიერების იმედი აქვთ

„სიტყვები არ მაქვს. ეს ნამდვილი არაადამიანები არიან. ერთი დღე სცადონ სავარძელში ჯდომა… რუს სპორტსმენებს ცხვირწინ მოგვიჯახუნეს კარი… სრული არარაობები არიან“, — განაცხადა პეტუშკოვმა.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის აპელაცია არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა მათ რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიადაში მონაწილეობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0