არჩევნების წინ სწრაფი გადახდის ტერმინალები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიმომსახურების გადახდის ტერმინალი
მომსახურების გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერმინალის საშუალებით შესაძლებელია ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების შემოწმება და ასევე იმის გაგება, თუ რომელ უბანზე უნდა მივცეთ ხმა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო სიაში საკუთარი თავის პოვნის ახალი ხერხი შესთავაზა — სწრაფი გადახდის ტერმინალები.

არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
ცესკო: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: მათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლიათ. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეუძლია ხმის მიცემა”, — აღნიშნულია ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ამომრჩეველს საკუთარი თავის პოვნა შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე.

ამომრჩევლის რაოდენობა 3 452 093 ადამიანია. ამომრჩევლების სრულ სიაზე ხელი მიუწვდებათ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საარჩევნო რეგისტრაცია გაიარეს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

ყველა ახალი ამბავი
0