პრემიერმმა ენმ–ს ურჩია, შეწყვიტოს სპეკულაციები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქმე იოსებ მაკრახიძის წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს აღიძრა. მან აღნიშნა რომ მაშინ ადამიანებს აღიარებითი ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს ქვეყნის მოსახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებს ადამიანების დადანაშაულებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ინფორმაციას ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობის თაობაზე პრემიერი.

„ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტეებს.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
პრემიერმა ახალციხეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

კითხვაზე, რომ მაკრახიძის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე ამ ხელისუფლების პირობებში დადგა, პრემიერმა უპასუხა, რომ „ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ“.

ამასთან, მან მაკრახიძისპროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

„მიუხედავად მრავალი სპეკულაციისა,რომელიც გვესმის, დარწმუნებული ვარ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ… მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში, ის დიდი უპირტესობით გაიმარჯვებს“, – დაასკვნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ურჩია ენმ–ს, გადახედოს თავის საარჩევნო სიას, რომელშიც არიან ისეთი ადამიანები, რომელთა შეყვანაც მას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიაში შერცხვებოდა.

პორტალმა „ფაქტ–მეტრმა“, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყნის პირველი პირებისა და დეპუტატების განცხადებების რევიზიაა, დაადგინა, რომ მაკრახიძე გირაოს თავდებით გაათავისუფლეს. ის დაკავებული იყო 2012–2014 წლებში ჩადენილი თაღლითობისთვის. 2016 წლის ივლისში მას მოუხსნეს ნასამართლეობა და გირაოს თანხა დაუბრუნეს.


ყველა ახალი ამბავი
0