ინდოეთში წყალდიდობას 15 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Vladimir Pomortsev / გადასვლა მედიაბანკშიწყალდიდობა
წყალდიდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები, ძირითადად, სახლების ჩამონგრევის დროს დაიღუპნენ.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  ინდოეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმის შედეგად სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Business Standart–ზე დაყრდნობით.

ინდონეზია - Sputnik საქართველო
ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ ოთხი ათასი ადამიანი დარჩა

ერთი ექვსსულიანი ოჯახი სახლის ჩამონგრევის დროს დაიღუპა, კიდევ ექვსი ადამიანი – დატბორილ წყალსადინარში ავტომობილის ჩავარდნისას. კიდევ სამი ადამიანი ასევე დატბორილი სახლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.

გამოცემის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ოცზე მეტი სახლის ნგრევა გამოიწვია, სამი ადამიანი დაშავდა. შტატების ხელისუფლება ადამიანებს მოუწოდებს, დროულად დატოვონ სახლები და უსაფრთხო ადგილებზე გადავიდნენ. განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0