ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ ოთხი ათასი ადამიანი დარჩა

© Flickr / GeoWombatsინდონეზია
ინდონეზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუღებელი რამდენიმედღიანი წვიმის გამო ადგილობრივი მდინარეები ადიდდა და დასავლეთ სუმატრას პროვინციის რამდენიმე რაიონი დატბორა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ინდონეზიის დასავლეთ სუმატრას პროვინციაში წყალდიდობისა და მეწყერის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ოთხი ათასი — უსახლკაროდ დარჩა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით იუწყება, კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიასთან ბრძოლის სააგენტო იუწყება, რომ გადაუღებელი წვიმის გამო, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, ადგილობრივი მდინარეები ადიდდა და პროვინციის რამდენიმე რაიონი დატბორა.

ყველა ახალი ამბავი
0