თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ახალი მოადგილეები გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა გახდნენ.
„არავითარი პოლიტიკური ამ გადაწყვეტილებაში არ იყო. გადაწყვეტილება ეხება ეფექტიანობის ამაღლებას და შერჩეული იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმ მიმართულებებს გააძლიერებენ, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის შეიარაღებული ძალების განვითარებაში“, – განაცხადა კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ ეს თანამდებობები, მოთხოვნის შესაბამისად, გენერლებმა დაიკავეს.
ნიკოლოზ აგლაძემ, რომელიც ამ დრომდე გენშტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, კომენტარზე უარი განაცხადა, ხოლო ომარ ბეგოიძემ აღნიშნა, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.
„ჩემი გათავისუფლება რა განაპირობა, ალბათ, ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ. მე არა მაქვს ვერსიები. წოდებრივად, შეიძლება, არ ვაკმაყოფილებ, მაგრამ კვალიფიციურად… მიჭირს თქმა, ვინ და როგორ შეაფასებს“, – განაცხადა ომარ ბეგოიძემ.
თავდაცვის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია 1 აგვისტოდან ხელმძღვანელობს.
ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი 2013 წლის ნოემბერში გახდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო.