საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა მოადგილეები დანიშნა

გამოწერა
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სისტემის რეფორმირებასა და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებაში ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანეს.

თბილისი, 3 აგვისტო— Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი მოადგილე დანიშნა — ლელა ჩიქოვანი, უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორი ნუკრი გელაშვილი.

ლევან იზორია, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის პოსტზე 1 აგვისტოს დაინიშნა, მისი წინამორბედის თინათინ ხიდაშელის გადადგომის შემდეგ.

„ორივე კადრი, რომელიც მე დავასახელე, არის გამორჩეული. ყველაზე საამაყო რეფორმები, რომელიც ამ ქვეყანას გაუტარებია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთი მხრივ, აშშ-ს მხარდაჭერით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მეორე მხრივ, საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას უკავშირდება. სიამაყით გეუბნებით, რომ ყველა ამ ადამიანს ლომის წილი მიუძღვის საამაყო რეფორმების განხორციელებაში,“- განაცხადა ლევან იზორიამ. 

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი-სკანდალის საბაბი

იზორიას განმარტებით, ჩიქოვანს უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, 2006-2008 წლებში  ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში სამხედრო ატაშეს პოსტს იკავებდა. 2008-2010 წლებში  სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თანამდებობას იკავებდა, მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.

რაც შეეხება გელაშვილს, ის 2012 წლიდან დღემდე შსს-ს აკადემიის  რექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადსხვა წლებში საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებდა სხვადსხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და მისმა მეუღლემ, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრემიერის შეცდომა უწოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ თავდაცვის უწყებას სპეცსამსახურების წარმომადგენელი არ უნდა მართავდეს.

ყველა ახალი ამბავი
0