ქართველი ათლეტები რიოს ოლიმპიადაზე — შეჯიბრებების დრო, დღე XV

გამოწერა

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაზე შაბათს ქართველი სპორტსმენები ერთ დისციპლინაში ორი მედლისთვის იბრძოლებენ.

თავისუფალი ჭიდაობა

სანდრო ამინაშვილი (-86 კგ) — 17:00 სთ თბილისის დროით

გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) —  17:00 სთ თბილისის დროით 

სანდრო ამინაშვილმა ლას-ვეგასისი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო. ამ სეზონზე ქართველმა სპორტსმენმა ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. რიოს ოლიმპიადაზე ამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი მიიჩნევა.

© Denis Aslanovთავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი — ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ამ სეზონში რამდენიმე ტურნირში გაიმარჯვა, მათ შორის: ალექსანდრ მედვედის სახელობის ტურნირსა და ოქრის გრან-პრიში. მიიჩნევა მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტად რიოში ირანელ კომეილ ჰასემისა და რუს ბილიალ მახოვთან ერთად.

იხილეთ ოლიმპიადისწინა ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

ყველა ახალი ამბავი
0