ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

© Sputnik/ Denis Aslanovვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანში
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ახლა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ) რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი

25 წლის ქართველი სპორტსმენი ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის შეხვდა და ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

დისციპლინაში მესამე ადგილი აზერბაიჯანელმა ჰაჯი ალიევმა და ირანელმა ჰასან რაჰიმმა გაიყვეს.

ამ გამარჯვებით ხინჩეგაშვილმა თავისი ოთხი წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა — ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახლა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე  2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილზეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0