მოჭიდავე ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხინჩეგაშვილი როგორც მინიმუმ ოთხი წლის წინანდელ მიღწევას გაიმეორებს. ლონდონის ოლიმპიადაზე (2012) ქართველმა მოჭიდავემ ამავე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თბილისი. 19 აგვისტო— Sputnik. თავისუფალი სტილის ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ), რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ტურნირის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ხინჩეგაშვილმა ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს ანგარიშით 8:4 მოუგო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი სპორტსმენი იაპონელ რეი ხიგუჩის შეებრძოლება.

კიდევ ერთმა „თავისუფალმა“ მოჭიდავემ იაკობ მაკარაშვილმა (-74 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ გასანოვს დაუთმო და რიოს ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0