თბილისი, 19 აგვისტო– Sputnik. ბელგიის ხელისუფლებამ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების დროს დაზარალებულებს 674 ათასზე მეტი ევრო გადაუხადა, ნათქვამია სამეფოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სპეციალურ კომისისაში ფინანსური დახმარების მიღების თაობაზე 215 თხოვნა შევიდა, მათ შორის 84-სასწრაფო ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე.
22 მარტს დილით ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში ორი აფეთქება გაისმა. მესამე აფეთქება კი ბრიუსელის მეტროს სადგურ „მაელბეკზე“ ვაგონში მოხდა. ტერაქტების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 300-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შეტევაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.