ბრიუსელში „შიშის წინააღმდეგ“ მარშზე „ფეისბუქის“ 5 ათასზე მეტი ხელმომწერი მივა

© REUTERS / VINCENT KESSLERბელგიის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი ბრიუსელში მეტროსადგურს იცავს
ბელგიის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი ბრიუსელში მეტროსადგურს იცავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ინიციატორებს სურთ აჩვენონ, რომ ბელგია უარს ამბობს დაემორჩილოს ტერორიზმს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 36 ათასზე მეტი ადამიანი მიიწვიეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. „ფეისბუქის“ მომხმარებელმა თითქმის 5 ათასმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა, მივიდეს მარშზე „შიშის წინააღმდეგ“, რომელიც კვირას ბრიუსელში გაიმართება. ამაზე სოციალურ ქსელში ღონისძიების გვერდზე არსებული ინფორმაცია მეტყველებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი, რომელიც 27 მარტს ბრიუსელში „შიშის წინააღმდეგ“ მარშის ჩატარების შესახებ იუწყება. ღონისძიება ბირჟის მოედნიდან 14:00 საათზე უნდა დაიწყოს. მონაწილეობისთვის, გუშინდელი საღამოს მონაცემებით, 27 ათასზე მეტი დამიანი მიიწვიეს, მათგან 3 ათასზე მეტმა მზადყოფნა გამოთქვა, ხოლო თითქმის 7 ათასმა — დაინტერესება.

აფეთქების შემდეგ ადამიანები ბრიუსელის აეროპორტს ტოვებენ - Sputnik საქართველო
ტერაქტები ბრიუსელში - ევროპაში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ამჟამად მარშზე წამსვლელთა რაოდენობა თითქმის 4,9 ათასია, მსურველი — 9,2 ათასზე მეტი. მთლიანად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დახლოებით 36,5 ადამიანი მიიწვიეს.

ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 22 მარტს ორი აფეთქება მოხდა. მესამე აფეთქება მოგვიანებით მეტროში განხორციელდა. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 316 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0