თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

გამოწერა
გადაბრუნდა სამგზავრო ავტობუსი. ავარიის შედეგად დაიღუპა 3, ხოლო დაშავდა 20 ადამიანი.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოავარიის დროს საქართველოს მოქალაქე, შუახნის ქალბატონი დაიღუპა. ის იმყოფებოდა ავტობუსში, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოტრასა - Sputnik საქართველო
ოთხი ვორონეჟელი ტურისტი საქართველოში ავტოავარიაში მოყვა

სამგზავრო ავტობუსი შიდა რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

საქართველოს მოქალაქე თურქეთში 16 წელი ცხოვრობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური მისია თურქეთში დაღუპულის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებაზე უკვე მუშაობენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20. მათ შორის საქართველოს სხვა მოქალაქეები არ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0