ოთხი ვორონეჟელი ტურისტი საქართველოში ავტოავარიაში მოყვა

© photo: Sputnik / Besik Pipiaავტოტრასა
ავტოტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში რჩება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ოთხი ვორონეჟელი ტურისტი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე 14 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო პორტალი Грузия Online სააგენტო moe-online.ru-ზე დაყრდნობით. 

დები მაშა და ნინა შუკლოვები, მათი მეგობარი რატნა მინაკოვა ქალიშვილთან კრისტინასთან ერთად საქართველოში 2 აგვისტოს ჩამოვიდნენ ვლადიკავკაზიდან ტაქსით და ამავე მარშრუტით აპირებდნენ უკან დაბრუნებას. 

შაკო კაცაძე - Sputnik საქართველო
ჯგუფ „არგოს“ ვოკალისტი ავარიაში დაიღუპა

დაშავებულთა განცხადებით, მათ მიერ დაქირავებული ტაქსი გუდაურის მახლობლად მოსახვევში საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. დაშავებულები თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. ავტოავარიის საქმეს კი მცხეთის შს სამმართველოს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ დები — 30 წლის მაშა და 27 წლის ნინა, ხოლო რატნასა და მის ქალიშვილს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ. 

სააგენტოს ინფორმაციით, მაშას ხელის და ფეხის სერიოზული მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ნინას, მას ქალა-ტვინის ტრამვა, სახის და სხეულის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვს და, მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია. საქმეს ართულებს ისიც, რომ გოგონებს სამოგზაურო დაზღვევა არ შეუძენიათ და, მათი თქმით, ვინაიდან გოგონების მშობლებიც პენსიონერები არიან, გაუჭირდებათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. გოგონები და მათი მეგობრები დახმარებას ითხოვენ. 

ყველა ახალი ამბავი
0