საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ადგილობრივი არჩევნებიც გაიმართება

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბერში აირჩევენ ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე ქალაქ ახალციხის მერს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8 ოქტომბერს ხუთი მუნიციპალიტეტის გამგებლებისა და ახალციხის მერის არჩევნები დანიშნა, აღნიშნულია სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად

ადგილობრივ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი გამგებელი ქვეყნის პარლამენტში იყრის კენჭს. ისინი მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაში არიან.

ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მუნიციპალიტეტების გამგებლების პირდაპირი არჩევნები საქართველოში 2014 წლიდან იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0