თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების საქმეში ეჭვმიტანილები საქართველოში არ არიან

© REUTERS / OSMAN ORSALანკარის პოლიციის სამმართველოს შენობაში ტყვიით გატეხილი ფანჯარა
ანკარის პოლიციის სამმართველოს შენობაში ტყვიით გატეხილი ფანჯარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თეოლოგიის პროფესორი ადილ ოქსუზი და ყოფილი პროკურორი ზაქარია ოზი საქართველოში იმალებიან, გამოცემა Daily Sabah-მა გაავრცელა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ადამიანები, რომლებიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი, საქართველოში არ არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.

ერდოღანი მზადაა სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს ხელი მოაწეროს - Sputnik საქართველო
ერდოღანი მზადაა სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს ხელი მოაწეროს

ინტერნეტ-გამოცემა Daily Sabah-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეოლოგიის პროფესორი ადილ ოქსუზი და ყოფილი პროკურორი ზაქარია ოზი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი, საქართველოში იმალებიან. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ ისინი, თითქოს, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ნახეს.

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. ეს ორი ადამიანი საქართველოში არ იმყოფება“, — განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15-16 ივლისის ღამით მოხდა. თურქეთის ხელისუფლებამ მის ორგანიზებაში ბრალი თურქ სასულიერო მოღვაწეს ფეთჰულა გიულენს დასდო და აშშ-სგან მისი ექსტრადიცია მოითხოვა. თავად გიულენმა დაგმო ამბოხება და თავისი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0