თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირებთან მიმართებით სიკვდილით დასჯის მომხრეა და მზადაა ხელი მოაწეროს კანონს, თუ ქვეყნის პარლამენტი მას მიიღებს.
სტამბულში თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ ღონისძიებაში ასეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს.
„ამ ქვეყანაში ხელისუფლება, ცხადია, ხალხს ეკუთვნის, თქვენ კი სიკვდილით დასჯას მოითხოვთ. ამასთან ინსტანცია, რომელიც მსგავს მოთხოვნას განიხილავს — პარლამენტია. თუ პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომი პროცედურები ცნობილია. და თუ საქმე დამტკიცებამდე მივა, ვაცხადებ, რომ მე ამ კანონს ხელს მოვაწერ“, — განაცხადა ერდოღანმა.