„ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობა წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია რჩეულიშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო მსხვილი სამშენებლო კომპანიის საქმიანობა საფრთხის ქვეშ დადგა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილისა და მისი ვაჟის, კომპანიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ (გუკა) რჩეულიშვილის შუამდგომლობა მათი გირაოთი გათავისუფლების თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მათი ადვოკატების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ თავმჯდომარე დაპატიმრებულია

მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე „ცენტრ პოინტ აჭარის“ ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორებს სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს 13 ივლისს მენაშენეთა ფულადი სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი.

„ინვესტორი, რომელიც „ცენტრ პოინტში“ თანხის ჩადებას აპირებს, სასამართლოს მაიას გათავისუფლების სანაცვლოდ 250 ათასი ლარის გირაოს სთავაზობდა. მაია თავისუფალი უნდა იყოს, რათა კომპანიას ყველა საკითხის გადაწყვეტაში დაეხმაროს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა“, — განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

დაცვა გუკა რჩეულიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს, ხოლო ირაკლი მინდელის შემთხვევაში 50 ათასი ლარის გირაოს სთავაზობდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ ისევ სკანდალის ცენტრშია

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა (შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს) ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის მაია რჩეულიშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმიანობა საფრთხის ქვეშ დგას.

მორიგი სასამართლო გარჩევა 11 ოქტომბერს დაინიშნა. ადვოკატები აღკვეთის ზომის გადახედვის მოთხოვნას კვლავ აპირებენ.

საქართველოს პროკურატურა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობას მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე აშშ დოლარის გაფლანგვაში სდებს ბრალს.

„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან დები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნით.

„ცენტრ–პოინტი“ სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0