ბრიტანელი ტელეწამყვანი რიოში კომიდან გამოიყვანეს

გამოწერა
სპორტული გადაცემების წამყვანი მონაწილეობდა საქველმოქმედო მარათონში, რა დროსაც მან ევროპასა და ბრაზილიაში დაახლოებით 4 828 კმ დაფარა ველოსიპედით. უებსტერი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, ვინაიდან მისი თირკმელები ნორმალურად უკვე აღარ ფუნქციონირებდა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ბრიტანელი ტელეწამყვანი ჩარლი უებსტერი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადაზე სამუშაოდ იყო ჩასული და მალარიის იშვიათი ფორმით დაავადდა, ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი“-ზე დაყრდნობით.

მალარიის კოღო - Sputnik საქართველო
რიოში მყოფი ბრიტანელი ტელეწამყვანი მალარიის გამო კომაშია

სპორტული გადაცემების წამყვანი მონაწილეობდა საქველმოქმედო მარათონში, რა დროსაც მან ექვს კვირაში ევროპასა და ბრაზილიაში დაახლოებით 4 828 კმ დაფარა ველოსიპედით. უებსტერი გასულ პარასკევს რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, ვინაიდან მისი თირკმელები ნორმალურად უკვე აღარ ფუნქციონირებდა. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოვანება იყო.

ამჟამად უებსტერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მას დიალიზს უკეთებენ, მაგრამ ექიმები მისი „ნევროლოგიური შედეგებით ძალზე კმაყოფილი არიან“, იუწყება „ბი-ბი-სი“.

ტელეწამყვანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად ექიმების ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ უებსტერმა დიდ ბრიტანეთში გადაფრენა გართულებების გარეშე გადაიტანოს.

ყველა ახალი ამბავი
0