თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ბრიტანელი ტელეწამყვანი ჩარლი უებსტერი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადაზე სამუშაოდ იყო ჩასული, მალარიის იშვიათი ფორმით დაავადდა და ახლა კომაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „გარდიანზე“ დაყრდნობით.
ცნობილი გახდა, რომ სპორტული გადაცემების წამყვანი მონაწილეობდა საქველმოქმედო მარათონში, რა დროსაც მან ექვს კვირაში ევროპასა და ბრაზილიაში დაახლოებით 4 828 კმ დაფარა ველოსიპედით.
უებსტერი რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში მოათავსეს და ხელოვნურ-კომაში შეიყვანეს, ვინაიდან მისი თირკმელები ნორმალურად უკვე აღარ ფუნქციონირებდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანადგომა გამოუცხადა ჩარლი უებსტერს.