კანონის დამრღვევი ფარმაცევტები დაისჯებიან

© photo: Sputnik / Murad Orudzhevაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფარმაცევტებს, რომლებიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გაყიდიან, პროფესიით სამი წლით მუშაობა აეკრძალებათ.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შემოწმებამ აჩვენა, რომ 13 ფარმაცევტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ ყიდდა. ისინი დაისჯებიან, განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვისთვის ფარმაცევტს პროფესიით მუშაობა სამი წლის განმავლობაში აეკრძალება. ახალი ნორმა აგვისტოში ამოქმედდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს მთელი მასშტაბით აფთიაქების შემოწმება 5 აგვისტოდან დაიწყეს.

ექიმი - Sputnik საქართველო
საქართველოში რეცეპტის გაცემის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

შემოწმებამ აფთიაქებში კანონის დარღვევის 30 შემთხვევა გამოავლინა:

• ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის 13 ფაქტი;

• აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი;

• მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი;

• აფთიაქის მხრიდან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ერთი ფაქტი.

რაც შეეხება სანქციებს, კანონის დარღვევის პირველ შემთხვევაში აფთიაქი 6 ათასი ლარით ჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში — 12 ათასი ლარით. თუ კანონი მესამედ დაირღვევა, აფთიაქს ლიცენზიას ჩამოართმევენ.

შემოწმების შედეგად 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა მუშაობა შეაჩერა.

„მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები შემცირდა… ინფორმაცია შემოდის 24-საათიან რეჟიმში. საზოგადოების ჩართულობა ძალზე მაღალია და რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება“, — აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0