თბილისის „დინამომ“ ბერძნულ „პაოკთან“ დიდი ანგარიშით წააგო

© сайт "Динамо" Тбилиси"დინამოსა" და "პაოკის" შეხვედრა
დინამოსა და პაოკის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმართა მესამე გოლს „დინამო არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს. ეს ძირითადად საკუთარ გუნდზე განაწყენების გამო, რომელიც ევროთასის ტურნირზე არ ითამაშებს.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბერძნულ „პაოკთან“ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში 0:3 წააგო და ტურნირის ჯგუფურ სტადიაზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.

სასტარტო სასტვენის შემდეგ მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა იგდეს ხელთ, თუმცა ამისგან დივიდენდების მიღება ვერ შეძლეს. ბერძნებმა, თავის მხრივ, გოლის გატანა მე-20 წუთზე შეძლეს — ლეო მატოსის გოლმა სტუმრები დააწინაურა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ვარდნას განაგრძობს

მეორე ტაიმში მოედანზე თითქმის არაფერი შეცვლილა. „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა თამაშის გამოცოცხლების მიზნით 58-დან 70-ე წუთამდე სამი ფეხბურთელი შეცვალა. თუმცა 71-ე წუთზე ბერძნებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. გოლის ავტორი ხოსე ანხელ კრესპო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები საკუთარი კარის დაცვაზე გადავიდნენ, მასპინძლებმა თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.

სამაგიეროდ, 83-ე წუთზე ფაკუნდო პერეირამ თავით ლამაზი გოლი გაიტანა და სტუმრების ანგარიშზე სამი გოლი დაიწერა.

ბერძნების მესამე გოლს „დინამო არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს. ეს, ძირითადად, საკუთარ გუნდზე განაწყენების გამო, რომელიც ევროთასის ტურნირზე არ ითამაშებს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იარაბეკმა განაცხადა, რომ გუნდში თავის მომავალთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერჯერობით საუბარი არ ჰქონია. მისი თქმით, როდესაც მან „დინამოსთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მის წინ სამი ძირითადი ამოცანა იდგა: საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში გამარჯვება და ერთ-ერთი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდის გაყვანა. იარაბეკი ჯერჯერობით პირველ ორ პუნქტს გაუმკლავდა.

„დინამოს“ საპასუხო თამაში „პაოკთან“ ერთ კვირაში საბერძნეთში გაიმართება. იმისთვის, რომ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ სტადიაზე გავიდეს, თბილისურმა კლუბმა, სულ ცოტა, სამი ბურთის სხვაობით უნდა მოიგოს, რაც ძნელად წარმოსადგენია.

ყველა ახალი ამბავი
0