ტალახაძე - დაუმარცხებელი გოლიათი

© REUTERS / DAMIR SAGOLJლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კორესპონდენტი რიოში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის პრესკონფერენციას დაესწრო.

რიო-დე-ჟანეირო, 18 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. დედამიწაზე ყველაზე სწრაფი – იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტია, ყველაზე ღონიერი — ქართველი ლაშა ტალახაძე. ქართველი ძალოსნის კოლექციაში ახლა ყველა ძირითადი ტურნირის ოქროს მედალია. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებებს მან ახლა რიოს ოლიმპიური ოქროც დაურთო, თანაც, ახალი მსოფლიო რეკორდით — ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი.

იაპონელმა ჟურნალისტმა ტალახაძეს პრესკონფერენციაზე ჰკითხა – რა უფრო მძიმეა, შტანგა თუ ოლიმპიური ოქროს მედალიო.

„ამხელა ტიტულის ტარება მართლა არაა იოლი საქმე, მაგრამ გაცილებით მძიმე და ძნელი ის შრომა და მოსამზადებელი პროცესია, რომელიც ამ გამარჯვებებს უძღვის წინ“, – უპასუხა ქართველმა ჩემპიონმა. 
22 წლის ქართველ გოლიათს ყველა უპირობოდ ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ვარსკვლავად მიიჩნევს.

© © REUTERS/ STOYAN NENOVძალოსანი ლაშა ტალახაძე - რიოს ოლიმპიური ოქროს მფლობელი
ძალოსანი ლაშა ტალახაძე - რიოს ოლიმპიური ოქროს მფლობელი - Sputnik საქართველო
ძალოსანი ლაშა ტალახაძე - რიოს ოლიმპიური ოქროს მფლობელი

„ის დაუმარცხებელია, შეუდარებელია, ნამდვილი ტალანტია და, მგონი, ვერასოდეს ვერავინ აჯობებს“, – მსგავსი შინაარსის სიტყვებს დარბაზში მყოფი ბრაზილიელი თუ სხვა ქვეყნის ქომაგებისგან ხშირად გაიგონებდით.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
პირველი ოქრო რიოში — ტალახაძის ნანატრი გამარჯვება

შერეულ ზონაში ჟურნალისტების ტევა არ იყო. ყველა ლაშა ტალახაძეს შემოხვეოდა. ამაზე საჩხერელმა ძალოსანმა იხუმრა, ნახეთ, რა პოპულარული გავხდიო.

მასმედია, რა თქმა უნდა, ირანელი ბეჰდად სალიმი კორდასიაბითაც ინტერედებოდა. ის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. იქვე ტრიალებდა ირაკლი თურმანიძეც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თავდაუზოგავ შრომას შედეგი მოაქვს. მიზანს მივაღწიე, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავედი და ძალიან მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებს ახალი ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე“, — განუცხადა Sputnik-ს თურმანიძემ.

© © REUTERS/ STOYAN NENOVტალახაძე დაჯილდოების ცერემონიაზე
ტალახაძე დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
ტალახაძე დაჯილდოების ცერემონიაზე

„ამ დღისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭების შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, წინასწარ ცოტა მიჭირდა ასეთი თამამი პროგნოზის გაკეთება. ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელიც დღეს ძალიან გავახარეთ“, — განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.

ამის შემდეგ ტალახაძის პრესკონფერენცია დაიწყო.

„ჩემთვის გაუგებარია, რას მერჩოდნენ ირანელი ქომაგები. მათ მართლა უძლიერესი კერპი ჰყავთ, რომელსაც მსაჯებმა წესების დარღვევა დაუფიქსირეს და წონა არ ჩაუთვალეს. მე ჩემს მოწინააღმდეგესაც და მის ქომაგებსაც ყოველთვის პატივს ვცემ. ირანელმა მაყურებლებმა კი გადაწყვიტეს ჩემთვის ხელი შეეშალათ. მათი ხმაური გადამწყვეტი სიმძიმის აწევისას პირიქით, დამეხმარა“, — განაცხადა ტალახაძემ.

© © REUTERS/ STOYAN NENOVლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე

– ორჭიდის ჯამში მსოფლიოს წინა რეკორდმა 16 წელიწადი გაძლო. თქვენი აზრით, დღევანდელი რეკორდი რამდენ ხანს იქნება მიუწვდომელი?

— მოხარული ვიქნები, თუ ისევ მე გავაუმჯობესებ. თუ ამას სხვა ძალოსანი შეძლებს, ეს ჩემთვის დამატებითი გამოწვევა იქნება.

– 22 წლის ასაკში მოსაგები აღარაფერი დაგრჩათ. შემდეგ რას აპირებთ?

— სპორტიდან წასვლაზე ნამდვილად არ დავფიქრდები. მიზანი აბსოლუტურად ყველა დიდ შეჯიბრებაზე გამოსვლა და მუდმივად ტიტულისთვის ბრძოლაა.

– როგორია ჩემპიონის ემოცია, ამ წუთში რაზე ფიქრობთ?

— სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ მაქვს რა მოხდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი დღეა, ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე. ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი პირველად ავიდა. მიხარია, რომ ეს მე და ჩემმა მეგობარმა ირაკლი თურმანიძემ შევძელით.

ყველა ახალი ამბავი
0