ქართველმა ათლეტლმა ლაშა ტალახაძემ +105 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი შესძინა რიოს ოლიმპიადაზე. იხილეთ გამარჯვების ამსახველი ფოტოკადრები Sputnik-ისგან.
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელიც გახდა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა — საერთო ჯამში 473 კგ ასწია (215 + 258).
ოლიმპიადის დაწყებიდან მე-11 დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია: ერთი ოქრო (ლაშა ტალახაძე), ერთი ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და სამი ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე და ირაკლი თურმანიძე).

ლაშა ტალახაძემ +105 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა რიოს ოლიმპიადაზე.

ლაშა ტალახაძის „ოქროს“ გამოსვლა რიოში.

ქართველმა ათლეტმა ქვეყანას ნანატრი ჯილდო მოუტანა.

ლაშა ტალახაძემ რიო-დე-ჟანეიროში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

ქართველი ათლეტი ოლიმპიური ჩემპიონია.

ლაშა ტალახაძის გამარჯვების სიხარული.

გამარჯვებით გამოწვეული პირველი ემოციები.

გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე — „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა“.

ქართველმა შტანგისტმა ოლიმპიური ოქროც აიღო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა — საერთო ჯამში 473 კგ ასწია (215 + 258).

ლაშა ტალახაძე საქართველოს სახელმწიფო დროშით.

გამარჯვებული ტალახაძე ტრიბუნებს ესალმება.

ლაშა ტალახაძე გამარჯვებულის კვარცხლბეკზე.