აშშ-ს ატომური ბომბები თურქეთიდან რუმინეთში გადააქვს

© AFP 2024 / STR„ინჯირლიკის“ ბაზა თურქეთში, ფოტო არქივიდან
„ინჯირლიკის“ ბაზა თურქეთში, ფოტო არქივიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თურქეთთან ურთიერთობების გაუარესება იძულებულს ხდის აშშ-ს, ბირთვული იარაღი „ინჯირლიკის“ ბაზიდან რუმინეთში „დევესელუს“ ბაზაზე გადაიტანოს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეიარაღების თურქეთიდან რუმინეთში მდებარე „დევესელუს“ ბაზაზე გატანა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიუსელის ინტერნეტ-გამოცემა EurActiv-ზე დაყრდნობით.

„აშშ, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ბირთვული იარაღის თურქეთიდან გადატანას შეუდგა“, — წერს გამოცემა.

გაზეთის ინფორმაციით, ოპერაცია რთულია „როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“.

„20 ბირთვული ბომბის გადატანა იოლი არ არის“, — ციტირებს EurActiv ერთ-ერთი წყაროს სიტყვებს.

ანკარა - Sputnik საქართველო
აშშ-ს თურქეთიდან დიპლომატების ოჯახები გამოჰყავს

ოფიციალურად დადასტურებული მონაცემების თანახმად, თურქეთში, „ინჯირლიკის“ ავიაბაზაზე, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დროიდანაა განთავსებული აშშ-ის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების დაახლოებით 50 ერთეული.

კრახით დასრულებული 15-16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ბაზის სარდალი დააპატიმრა, ხოლო აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს ბაზაზე შეფრენა და გაფრენა დროებით აუკრძალა.

როგორც EurActiv-ის წყარო ირწმუნება, ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ ვაშინგტონი ანკარას საკუთარი ბირთვული შეიარაღების შენახვას აღარ ანდობს.

„რუმინეთის ბაზა „დევესელუ“ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის განთავსების ახალი ლოკაციაა, რომელიც ზედმეტად აღიზიანებს რუსეთს“, — აღნიშნავს EurActiv.

ყველა ახალი ამბავი
0