აშშ-ს თურქეთიდან დიპლომატების ოჯახები გამოჰყავს

© photo : Owegoo.comანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისი,  26 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით თურქეთიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახების გამოყვანის შესახებ სანქცია გასცა, ნათქვამია ანკარაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის დროშა და ერდოღანის პორტრეტი - Sputnik საქართველო
თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა

„აშშ-ის დეპარტამენტი თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მომატებული საფრთხის გამო საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილებას აგრძელებს. გარდა ამისა, ვაახლებთ 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას ანკარაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახების გამოყვანის შესახებ.  ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად თურქეთის ხელისუფლების მხრიდან 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის შემოღების საფუძველზე მიიღო“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

აღსანიშნავია, რომ დიპმისიის თანამშრომლების ოჯახების გამოყვანის გადაწყვეტილება ასეხე ეხება იზმირსა და ადანეში აშში-ს გენერალურ საკონსულოებს.

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ურჩევს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამგზავრებისგან თავის შეკავებას“, — აღნიშნულია განცხადებაში.

15 ივლისის ღამეს ამბოხებულთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელა, რომელიც ხელისუფლების მიერ აღკვეთილი იქნა.  ბოლო მონაცემების თანახმად, დაპირისპირების შედეგად, რომლის ეპიცენტი სტამბული და ანკარა გახდა, 246 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0