„როსკომნადზორმა“ ვებგვერდებზე წვდომა შეზღუდა

© РИА Новости„როსკომნადზორი“
„როსკომნადზორი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ის ხუთი ვებგვერდია, რომლებიც საზოგადოებას სათათბიროს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რუსეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საზედამხედველო ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“), გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, შეზღუდა იმ ხუთ ვებგვერდზე წვდომა, რომლებიც საზოგადოებას სათათბიროს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ, იუწყება სააგენტო „РИА Новости“ გენერალური პროკურორის მოადგილე სერგეი ვორობიოვზე დაყრდნობით.

ელა პამფილოვა „ეხო მასკვის“ რადიოეთერში - Sputnik საქართველო
სათათბიროს არჩევნებზე ვიდეოდაკვირვება 15 რეგიონში იქნება შესაძლებელი

„ინტერნეტში განთავსდა სათათბიროს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მიმართული ინფორმაცია, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, მასობრივი დაუმორჩილებლობის სახით. ჩემი მოთხოვნით „როსკომნადზორმა“ შეზღუდა ხუთ ასეთ რესურსზე წვდომა“, — განაცხადა ვორობიოვმა.

მისი თქმით, უფლებამოსილი ორგანოები მთლიანობაში კარგად ართმევენ თავს მოვალეობას, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში წინასაარჩევნო სამზადისისას გარკვეული დარღვევები მაინც იყო დაშვებული.

დასტურად ვორობიოვმა ყირიმის მაგალითი მოიყვანა, სადაც ტერიტორიული საარჩევნო კომისიის გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრად ისეთი პირი ჰყავდათ დანიშნული, რომელის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0