სათათბიროს არჩევნებზე ვიდეოდაკვირვება 15 რეგიონში იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / სერგეი კუზნეცოვი / გადასვლა მედიაბანკშიელა პამფილოვა „ეხო მასკვის“ რადიოეთერში
ელა პამფილოვა „ეხო მასკვის“ რადიოეთერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, ექვს რეგიონში ტრანსლაცია ინტერნეტით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებში ვიდეოჩაწერა ტრანსლაციის გარეშე განხორციელდება.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისას საარჩევნო უბნებზე ვიდეოდაკვირვება  რუსეთის 15 რეგიონში იქნება შესაძლებელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვაზე დაყრდნობით.

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვა - Sputnik საქართველო
რუსეთის ცესკო: საარჩევნო კამპანიაში 49 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, აქედან ექვს რეგიონში ტრანსლაცია ინტერნეტითაც იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებში ვიდეოჩაწერა ტრანსლაციის გარეშე განხორციელდება.

„რუსეთის ფედერაციის ექვს სუბიექტში (პერმის მხარე, მოსკოვის, როსტოვის, სამარის ოლქები, ქალაქები: მოსკოვი, და სანქტ-პეტერბურგი) იგეგმება ვიდეოდაკვირვებისა და ინტერნეტით ტრანსლაციის საშუალებების გამოყენება“, — ნათქვამია პამფილოვას წერილში.

ამას გარდა, ცხრა რეგიონში ვიდეოდაკვირვება ინტერნეტით ტრანსლირების გარეშე განხორციელდება, თუმცა ჩანაწერები შეინახება. ეს რეგიონებია: ინგუშეთისა და კარელიის რესპუბლიკები, ვლადიმირის, ვოლგოგრადის, ლენინგრადის, კოსტრომის, იაროსლავსკის ოლქები და ხანტი-მანსიისკის „ოკრუგი“.

ყველა ახალი ამბავი
0