თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიებში, რომლებიც წელს კენჭისყრის ერთიან დღეს გაიმართება, რუსეთის 49 პარტია მიიღებს მონაწილეობას, იუწყება სააგენტო „РИА Новости“ რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვაზე დაყრდნობით.
მისი თქმით, საერთო ჯამში, კანდიდატებად თითქმის ასი ათასი კაცია წარდგენილი, რომელთაგან 48 ათასი უკვე დარეგისტრირებულია.
„სწორედ ამ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც 18 სექტემბერს დასრულდება, არც მეტი და არც ნაკლები, 49 პოლიტიკური პარტია და ხუთი საზოგადოებრივი გაერთიანება მონაწილეობს “, — განაცხადა პამფილოვამ.
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ დააზუსტა, რომ ამ 49 პარტიიდან თითქმის 99 600 ადამიანია კანდიდატად წარმოდგენილი, რომელთაგან 48 346 კაცი უკვე დარეგისტრირებულია.