თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რუსეთის კომუნისტური პარტიის (რკპ) ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ არ სჯერა „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებისა, რომელმაც რკპ-ისა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (რლდპ) ივლისის თვის ელექტრონული რეიტინგების შეადარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„არ მჯერა ამ გამოკითხვებისა, ყველა შეკვეთილია. ჩვენთან ხალხი ქუჩაშიც მოდის და დარბაზებშიც. აი, ვის უნდა დაუჯერო“, — განაცხადა ზიუგანოვმა სააგენტოს.
მანამდე „ვედომოსტმა“ გამოაქვეყნა „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვა, რომლის თანახმადაც კპრ-ისა და რლდპ-ის რეიტინგები ივლისში ერთმანეთს გაუთანაბრდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაისში კომუნისტური პარტია დიდი სხვაობით უსწრებდა ლიბერალ-დემოკრატებს.