მატვიენკო იმედოვნებს, რომ ეუთო არჩევნებს რუსეთსა და ბელორუსიაში ობიექტურად შეაფასებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო
რუსეთის სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტად მაღელვებს ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომ ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ არჩევნები გამჭვირვალეა, პატიოსნად ტარდება, განაცხადა მატვიენკომ.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ აღნიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მოხსენებები არჩევნებთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანგაჟირებულია, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კამპანიები რუსეთსა და ბელარუსში ობიექტურად შეფასდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

არჩევნები სახელმწიფო დუმაში მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ბელორუსიის წარმომადგენელთა პალატაში — 11 სექტემბერს.

„მგონია, რომ დღეს ბელორუსიაშიც, ყირგიზეთში, ყაზახეთშიც და რუსეთშიც საარჩევნო სისტემის უკვე სრულებით სხვა დონეა. ესაა არჩევნების აბსოლუტურად ლიბერალური, დემოკრატიული სისტემა. ძალიან მინდა, იმედი მქონდეს, რომ ეუთოს დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროები ობიექტურად შეაფასებენ არჩევნებს როგორც ბელარუსში, ისე რუსეთში“, — განაცხადა მატვიენკომ ტელეარხ „ბელარუს 1“-თან ინტერვიუში.

სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
ნარიშკინი: არჩევნები დუმაში პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი ეტაპი იქნება

სპიკერმა ეუთოს დამკვირვებლების შეფასებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ამ მისიის მოსაზრება პირველხარისხოვანი არ არის. „ყველაზე მეტად მაღელვებს ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომ ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ არჩევნები გამჭვირვალეა, პატიოსნად ტარდება“, — განაცხადა მან.

„ეუთოს ადამიანის უფლებათა ბიუროს შეფასებებს უკვე მივეჩვიეთ: როგორც წესი, ისინი მიიჩნევენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რაღაც უნდა ასწავლონ, ისინი ისეთი არაცივილიზებული არიან, ისე არასწორად ატარებენ არჩევნებს“, — განაცხადა მატვიენკომ.

მან ასევე დასძინა, რომ წინა მთელ რიგ არჩევნებზე ეუთო უკვე გამზადებული, აბსოლუტურად ანგაჟირებული  მოხსენებებით ჩამოდიოდა, რომელსაც მხოლოდ ხელმოწერაღა აკლდა. „ჩვენ ამას მივეჩვიეთ. ძალიან არ გაგვიკვირდება, თუ ეს გამეორდება“, — დაასკვნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0