თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში აბიტურიენტები ირჩევენ იმ ფაკულტეტებს სადაც სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს და სწავლის დასრულების შემდეგ არის დასაქმების პერსპექტივა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტის დირექტორის მოადგილეზე ივა მინდაძეზე დაყრდნობით.
საქართველოში ყველაზე პოპულარული ფაკულტეტების პირველ სამეულში მოხვდნენ ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი და ეკოომიკა, რომლებიც უფასოა. ეს მონაცემები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა თვის გვერდზე გამოაქვეყნა.
„აბიტურიენტთა ინტერესი ისეთი სფეროების მიმართ, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა, ისტორია, დაკავშირებულია იმასთან, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს ამ ფაკულტეტებზე სწავლებას. ამგვარად სახელმწიფო ეხმარება ამ სფეროების განვითარებას“, — თქვა მინდაძემ.
უფასო ფაკულტეტებს ხშირად ირჩევენ ისინი, ვისაც არ აქვს სწავლის ღირებულების გადახდის საშუალება.
მაგრამ არის ასევე სხვა მიზეზიც — ეს არის ამ პროფესიებით შემდგომი დასაქმების პერსპექტივა, აღნიშნა მინდაძემ.
„ისინი თავის თავს სწორედ ამ პროფესიებში ხედავენ, ამ მიმართულებით ხედავენ თავიანთ კარიერულ წინსვლას. სწორედ ამიტომ შენარჩუნდა ბოლო წლების მანძილზე ამგვარი ტენდენცია. ძალიან დიდი როლს კი რა თქმა უნდა თამაშობს უფასო ფაკულტეტების არსებობა“, — აღნიშნა მან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1-22ივლისს გაიმართა. გამოცდები 21 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. მათში მონაწილეობა 38,5 ათასმა აბიტურიენტმა მიიღო.