ბიზნესი, სამართალი და ეკონომიკა - პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

© photo: Sputnik / Ruhkyan / გადასვლა მედიაბანკშითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტები იშვიათად ირჩევენ ისეთ სპეციალობებს, როგორებიცაა ჯაზის ხელოვნება, მუსიკის თეორია, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აუდიოვიზუალური რეჟისურა და სხვა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. აბიტურიენტები 2016 წელს უპირატესობას კვლავ სამ ყველაზე პოპულარულ ფაკულტეტს ანიჭებენ, ესენია ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება საყოველთაო არ უნდა იყოს

ყველაზე პოპულარული ფაკულტეტების ათეულში ასევე მოხვდა სამშენებლო მოდულები, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ისტორია, ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია, ტურიზმი და მენეჯმენტი.

აბიტურიენტები იშვიათად ირჩევენ ისეთ სპეციალობებს, როგორებიცაა ჯაზის ხელოვნება, სიმებიანი საკრავები (არფა, კონტრაბასი, გიტარა, ასევე ჩასაბერი საკრავი — ფლეიტა), მუსიკის თეორია, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აუდიოვიზუალური რეჟისურა და სხვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1-22 ივლისს ჩატარდა. გამოცდებზე 38,5 ათასი აბიტურიენტი გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0