თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს ყველაზე გრძელ შუშის ხიდზე გადასვლა, რომელიც ჩინეთში, ჩჟანძიაძეს ეროვნულ პარკში ააშენეს, 20 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
ბოლო მონაცემებით, ხიდის სიგრძე 430 მეტრია, სიგანე — ექვსი მეტრი. ხიდი დედამიწიდან 300 მეტრ სიმაღლეზეა. ის ერთდროულად 800 მნახველს გაუძლებს.
მმართველმა კომპანიამ განაცხადა, რომ ხიდის მნახველთა რაოდენობა დღეში 8 ათასით შემოიფარგლება. რეკორდულ ხიდზე გასეირნების მსურველებმა ხიდის ნახვა ერთი დღით ადრე უნდა დაჯავშნონ.
ჩჟანძიაძის ეროვნული პარკი მნახველებს თავისი საოცარი ბუნების ხედებით იზიდავს, რომლებიც ნაჩვენები იყო ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს კემერონის ფილმში „ავატარი“.