იოგა უფსკრულის თავზე: ჩინელების ასანები 396 მ სიმაღლეზე

გამოწერა

იხილეთ ვიდეო, როგორ ასრულებდა 150-მდე ჩინელი უფსკრულზე გადებულ შუშის ხიდზე ვარჯიშებს იოგას საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

მთლიანად შუშისგან დამზადებული პლატფორმიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება მთებსა და ტყეზე. როგორც ადგილობრივი მასმედია წერს, ტურისტებმა პლატფორმას „ნებისყოფის ტრენაჟორი“ უწოდეს, ვინაიდან კლდიდან ათობით მეტრითაა წინ წაწეული და მიწიდან 396 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

იოგას საერთაშორისო დღედ გაერომ 21 ივნისი შეარჩია, როდესაც ზაფხულის ბუნიობა (დღეღამტოლობა) დგება. პირველად ეს დღე 2015 წელს აღინიშნა. დღესასწაულის შემოღების ინიციატორი ინდოეთის პრემიერ–მინისტრი ნარენდრა მოდი იყო. ის თავადაც შეუერთდა ნიუ–დელიში გამართულ დილის ვარჯიშს იოგაში, რომელსაც ერთბაშად 35 ათასი ადამიანი ასრულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0