საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა

© United World Wrestlingჭიაობა, შმაგი ბოლქვაძე
ჭიაობა, შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლქვაძის ბრინჯაოს მედალი ერთადერთი ჯილდო გახდა, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა რიოში მოიპოვეს.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოჭიდავემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბოლქვაძემ იაპონელ ტომოხირო ინოეს მოუგო ანგარიშით 1:0.

კიდევ ერთი ბრინჯაოს პრიზიორი ამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანის წარმომადგენელი რასულ ჩუნაევი გახდა.

მარცხნივ კახი კახიაშვილი, შუაში გიორგი ასანიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ოქროს მოლოდინში რიოს ოლიმპიადაზე
 

რიოს ოლიმპიური ოქრო სერბმა დავორ შტეფანეკმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში სომეხ მიგრან არუთუნიანს მოუგო. 

მანამდე რიოს ოლიმპიადის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოს ნაკრებისთვის მოიგეს ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (-90კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ). 

ყველა ახალი ამბავი
0