საქართველო თურქეთს ელექტროენერგიის დავალიანებას 20 წლის განმავლობაში გადაუხდის

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიელექტრო ქვესადგური
ელექტრო ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგოსისტემა თურქეთს დაგროვილ დავალიანებას ელექტროენერგიის ეტაპობრივი მიწოდებით გადაუხდის.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველო თურქეთს ელექტროენერგიის დავალიანებას ეტაპობრივად, 20 წლის განმავლობაში გადაუხდის. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავალიანება 1990-1997 წლებში დაგროვდა, როცა საქართველომ თურქეთიდან 1,7 მილიარდი კვტ.სთ. ელექტროენერგია მიიღო მაგრამ უკან არ დაუბრუნებია. 

„აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს»,-ნათქვამია ენერგეტიკის სამინიტროს განცხადებაში. 

ელექტროქსელები - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი და აზერბაიჯანი ენერგომიმოცვლის პირობებზე შეთანხმდნენ

2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან — თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.

 „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება», — აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0