ქართველი მოჭიდავე: სომხეთში მენდობიან და ეს ნდობა უნდა გავამართლო

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშითავისუფალი სტილით ჭიდაობა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
თავისუფალი სტილით ჭიდაობა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ნაკრების წარმომადგენელმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ქართველმა ლევან ბერიანიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდეს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სომხეთის ნაკრები დიდ იმედებს ამყარებს ლევან ბერიანიძეზე, რომელიც სომხეთს მძიმე წონით კატეგორიაში წარმოადგენს. „Sputnik სომხეთი“ მოჭიდავეს ოლიმპიადის წინ ესაუბრა. 

— ლევან, რა განწყობით ემზადები ოლიმპიური თამაშებისთვის?

—  სპეციალური მიდგომა არ მაქვს. ოლიმპიური თამაშებისთვის ისევე ვემზადებით, როგორც სხვა დიდი ტურნირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე წარმატებაა, მაგრამ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ამით რომ დავკმაყოფილდეთ. გაჩერება არ შეიძლება. 100%-ით არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოლიმპიური მედალი მოვიპოვო.

— შენ სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი იყო. ახლა როგორ აფასებ შენს შესაძლებლობებს?

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ყველა გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი

—  ჩემი შესაძლებლობების შეფასება მიჭირს. მე, ისევე, როგორც სხვა მოჭიდავეები, გეგმის მიხედვით ვვარჯიშობ. ვერავინ იტყვის წინასწარ, როგორ ჩატარდება ტურნირი რიოში. ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა — ყველა მონაწილე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ბევრი რამაა დამოკიდებული კენჭისყრაზე, ანუ იმაზე, თუ ვინ გახდება შენი მეტოქე წინასწარ ორთაბრძოლებში. თუმცა, თუ მედლის მოპოვება გინდა, ყველა უნდა დაამარცხო.

— ეროვნებით ქართველი ხარ. რას ნიშნავს შენთვის სომხეთის ნაკრებში გამოსვლა?

—  ეს ნიშნავს, რომ სომხეთში მენდობიან და ეს ნდობა უნდა გავამართლო. მსოფლიოს ბევრ ნაკრებში გამოდიან სხვადასხვა ეროვნების სპორტსმენები. ეს თანამედროვე სპორტში მიღებულია.

—  შენს გამარჯვებას რიოში რომელ ქვეყანას მიაწერ?

—  სომხეთსაც და საქართველოსაც. თავისი ფესვები არავინ უნდა დაივიწყოს. ქართველი ვარ და ვამაყობ, რომ სომხეთის ნაკრებს წარმოვადგენ. თუ ბედი გამიღიმებს და საპატიო კვარცხლბეკზე დავდგები, ეს ორივე ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩემი გამარჯვება ორივე ქვეყნის ხალხს გაუხარდება. ეს ჩემი შრომის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი შეფასება იქნება. მხოლოდ ამ სანუკვარი ოცნების მიღწევა დარჩა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ყველა ახალი ამბავი
0